ef631c3d-095f-4351-bda7-2f66b5ecbb0a

,,ნორზენ ჰარმონი" - საქართველოში

11 მარტს, 18 საათზე,   მსოფლიო მუსიკის ანსამბლი  ანსამბლი "ნორზენ ჰარმონი" წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე  ვანო  სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სადაც შესრულდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული მუსიკა. კონცერტში მონაწილეობას იღებს მგალობელ-მომღერალთა გუნდი "დიდგორი".

კონცერტის ორგანიზატორია ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

მსოფლიო მუსიკის ანსამბლი "ნორზენ ჰარმონი" ორ თვენახევრიანი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფება საქართველოში და ერთი კვირის განმავლობაში სიღნაღსა და თბილისში მართავს კონცერტებს. ანსამბლი შედგება 18 ნიჭიერი მომღერლისაგან რომელთა მიზანია შეისწავლონ სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული მუსიკა და ცეკვა, მათ შორის: სამხრეთ აფრიკა, საქართველო, კორსიკა, ბალკანეთის ქვეყნები, სირია, გერმანია და სხვა.