Folk_Poster_05_2018

ნიკო ფიროსმანი - 100

15 მაისს  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში", ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის ინიციატივით, გაიხსნება ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისა და ასოციაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერი -  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

გამოიფინება ასოციაციის წევრი ოცდაორი მხატვრის სახვითი და  გამოყენებითი ხელოვნების ასამდე ნიმუში - სხვადასხვა მეთოდით (ჭედურობა, ფილიგრანი) შესრულებული საიუველირო ნაკეთობები.

ფირსომანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია დაფუძნდა 1988 წელს. ატარებს შემოქმედებით ღონისძიებებს: ძირითადად,  აწყობს გამოფენებს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. ასოციაციაში გაერთიანებულია 64 ქართველი და უცხოელი მხატვარი - პროფესიონალებიც და თვითნასწავლებიც.

ექსპონატები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, დახვეწილი ტექნიკითა და ტრადიციული ქართული ხელწერით.

გამოფენა გაიხსნება 18 საათზე
დაიხურება 21 მაისს