12829093_1714659145416500_755910302702361110_o

ნიკოლოზ გამცემლიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

10 მარტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება არაპროფესიონალი მხატვრის ნიკოლოზ გამცემლიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
გამოიფინება: 120-მდე ფერწერული ტილო და კერამიკის ნიმუში.
ნიკოლოზ გამცემლიძე, პროფესიით ვეტექიმი, გასული საუკუნის 70-80 იანი წლების მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელთაც ახალი სიტყვა თქვეს, ახალი ხედვა და მიდგომა შემოიტანეს ქართულ ხელოვნებაში.
ნიკოლოზ გამცემლიძეს ორივე ჟანრში - ფერწერასა და კერამიკაში - აქვს ორიგინალური მიგნება და საინტერესო ხედვა. მის ნამუშევრებში იგრძნობა ძველი ტრადიციული, ფერწერული, შემოქმედებითი და ტექნიკური ხერხების მორგება თანამედროვეობასთან.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე