533030229_777547481301487_7966502037444262866_n

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - „თამარ მამალაძის ნაკვალევზე (I ეტაპი)

პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსპედიციები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში. Პირველმა ქართველმა ქალმა ეთნომუსიკოლოგმა თამარ Მამალაძემ, გასული საუკუნის 50 - 70 იან წლებში იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ჩაიწერა ქართული მრავალხმიანობის უნიკალური შემსრულებლები. Ფოლკლორის ცენტრმა გააციფრა თამარ მამალაძის ჩანაწერები და გამოსაცემად ამზადებს მრავალტომეულს, რომელშიც შევა თამარ მამალაძის არქივი, დღიური და საექსპედიციო მასალები. Ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე იმყოფებოდა ყველა იმ სოფელსა, თუ ქალაქში და შეხვდა თამარ მამალაძის მიერ ჩაწერილი მომღერლების შთამომავლებს. Ფოლკლორის ცენტრის გამოცემის ერთი ტომი მოიცავს ინფორმაციას ამ მომღერლების შესახებ. Ექსპედიციები ჩატარდა ქუთაისის, ყაზბეგის, დუშეთის, სიღნაღის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში. დამუშავდა 200 მდე ფოტოსურათი. პროექტის მიზანია პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის, ფოლკლორისტის, შემკრებისა და მუსიკისმცოდნე თამარ მამალაძის მიერ XX საუკუნის 50-70-იან წლებში განხორციელებული ექსპედიციების დროს მოპოვებული, უნიკალური ფოლკლორული მასალების (ხელნაწერები, აუდიოჩანაწერები, ფოტოები და სხვ.) მოძიება, შეგროვება, დამუშავება და 2026 წელს გამოცემა (წიგნი აუდიოდანართით). ექსპედიციები დაფიქსირდა ფოტოგადაღებით. მასალა განთავსდა ფოლკლორის ცენტრის არქივში და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.