21 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება მხატვარ ნელი კვახაძე - ჯამრიშვილის პერსონალური გამოფენა. გამოიფინება: პორტრეტები, პეიზაჟები, კომპოზიციები, ორიგინალური ჟანრის (ბუმბულის) ექსპონატები - სულ სამოცდაერთი ნიმუში.
ნელი კვახაძე - ჯამრიშვილი პროფესიონალი მხატვარია, დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. წლების განმავლობაში ხატვისა და ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა ვანის სამხატვრო სასწავლებელსა და თბილისის საშუალო და კერძო სკოლებში. არის მხატვართა კავშირის წევრი, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე.
ნელი კვახაძე - ჯამრიშვილის ნამუშევრები გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, ბუნებრივი ფერებითა და განუმეორებელი სტილით.
გამოფენა გაიხსნება 16:00 საათზე
დაიხურება 25 იანვარს