14639826_1815265905355823_3124197120238430119_n

ნანა მჭედლიშვილისა და მირანდა სეიდიშვილის ნამუშევრების გამოფენა

4 ნოემბერს, 19 საათზე, საქართელოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრების ნანა მჭედლიშვილის და მირანდა სეიდიშვილის ნამუშევრების გამოფენა.
ნანა მჭედლიშვილი თვითნასწავლი კერამიკოსი, ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1996 წლიდან ეზიარა კერამიკას. იგი კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაციის, საქართველოს და ევროპის კერამიკოსთა ასოციაციების, საქართველოს და ოსტეჰოლმც შერბეკის (გერმანია) მხატვართა კავშირის წევრია. მისი ნამუშევრები შეტანილია ქართველ მხატვართა 2013 და 2014 წლების კატალოგებში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. აზერბაიჯანის ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო სიგელით. სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის სახვით ხელოვნების კათედრის სპეციალური დიპლომით. ქალაქების:ქუთაისის და გორის მერიის დიპლომით. არის პროფესიონალ ქალთა, ექიმ-ქალთა ასოციაციების წევრი.
მირანდა სეიდიშვილი უცხო ენების სპეციალისტია. მუშაობს პედაგოგად. 2012 წლიდან მუშაობს ქვილინგის მიმართულებით. მისი ნამუშევრები კოლორიტული და დეკორატიულია. მიწვეული იყო სტამბულში ქართული ენის კულტურის ცენტრის გახსნაზე პერსონალური გამოფენით.
გამოფენა გაგრძელდება 17 ნოემბრამდე