21 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ნელი კვახაძე - ჯამრიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ნელი კვახაძე - ჯამრიშვილის ნამუშევრები გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, ბუნებრივი ფერებითა და განუმეორებელი სტილით.
გამოფენაზე პორტრეტები, პეიზაჟები, კომპოზიციები, ორიგინალური ჟანრის (ბუმბულის) ექსპონატებია წარმოდგენილი - სულ სამოცდაერთი ნიმუში.
იგი წლების განმავლობაში ხატვისა და ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა ვანის სამხატვრო სასწავლებელში, თბილისის საშუალო და კერძო სკოლებში. არის მხატვართა კავშირის წევრი, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე.
დაიხურება 25 იანვარს