6

მხატვარ თემურ სამადაშვილის ნამუშევრები

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო სივრცეში თემურ სამადაშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.
მხატვრის ნამუშევრები ინდვიდუალური ხედვით, ბუნებრივი პასტელის ფერებით და დახვეწილი სიუჟეტით გამოირჩევა.

,,70 წელი შემისრულდა, ეს გამოფენაც მას მივუძღვენი. შევქმენი რამდენიმე ტილო, რომელშიც უფრო მეტად მინდოდა გამომესახა, ის რაც ჩემში არის" - ამბობს მხატვარი.

გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად მხატვრისთვის გამორჩეული ნამუშევარი - ,,წეროებია" წარმოდგენილი. პროფესიონალი მხატვარი და მხატვართა კავშირის წევრი, თემურ სამადაშვილი მრავალი პერსონალური და შერეული გამოფენის მონაწილეა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში თემურ სამადაშვილის საიუბილეო გამოფენა 22 თებერვლამდე გაგრძელდება.