20 maisi - afisha - FOLK CENTRIS logo_001

მუსიკალურ-ეთნოგრაფიული სპექტაკლი

20 მაისს, ბოლნისის კულტურის ცენტრში პრემიერაა: ახალგაზრდა ლოტბარი, ბოლნისის კულტურის ცენტრის ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილი, თავისივე სცენარითა და რეჟისურით, წარმოადგენს მუსიკალურ-ეთნგრაფიულ სპექტაკლს - ,,წუთისოფელი".

მაყურებელი იხილავს სიმღერასა და ქმედებაში გაცოცხლებული ქართველი კაცის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას ანიდან ჰოემდე: ქორწილს, ძეობას, შრომას, ბრძოლას, გამარჯვებას, ბინდისფერ სოფელსა და სიცოცხლის მარადიულობას.

ამგვარი მუსიკალურ-ეთნოგრაფიული სპექტაკლი - ,,სიმღერით განვლილი გზა, ანუ ცხოვრება ქართველი კაცისა", - პირველად ედიშერ გარაყანიძემ კინომსახიობთა თეატრის სცენაზე განახორციელა 1998 წელს, ფოლკლორულ ანსამბლებთან - ,,მთიებსა" და ,,მზეთამზესთან" ერთად. უფრო ადრე ამავე თეატრში მსგავსი ტიპის სპექტაკლი - ,,წუთისოფელი ასეა" - რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა და უზადო ხალხური ლექსით მოგვითხრო ,,მრუდის საწუთროს ტრიალი". ხოლო ამჯერად კი ეს იდეა, სრულიად დამოუკიდებლად და ახლებურად, ბოლნისელთა სპექტაკლში დასურათხატდა.

პროექტში მონაწილეობენ ბოლნისის ფოლკლორული ანსამბლები: ,,სიონი", ,,ორბელი", ,,ბოლნელა", ,,ბოლნისი", ,,ალილო". მხატვარი და სცენოგრაფი დავით ჯამრიშვილი, ქორეოგრაფი თამარ რეხვიაშვილი, ხმის რეჟისორი არჩილ ბურჭულაძე, მუსიკალური რედაქტორი მალხაზ ერქვანიძე, კონსულტანტები - ნანა ვალიშვილი და ზურაბ ხვედელიძე.

სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს.

დასაწყისი 18.00 საათზე