მარიამ (პაკო) შველიძე - არტისტი, 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტია, 1998-2001 წწ. სწავლობდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, თუმცა ფერწერას არასოდეს გაჰყრია.
სკულპტურის დარგში პაკო ორი ათეული წელია აქტიურად მოღვაწეობს და რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა. 2000 წელს შექმნა თავისი პირველი თიხის მრგვალი ფიგურა, ბიბლიურ პერსონაჟს რომ მოგვაგონებს. მეორე ათასწლეულის „პოსტქრისტიანული“ „ბიბლიური ადამიანი“ ბიბლიურადვე უბრალოა - ჩამომჯდარი მინიატურულ წიგნაკს ჩაჰყურებს, სრულ პირობითობასა თუ ფორმის სიმარტივეში მოქცეული განზოგადებული ბიბლიური სახე, შესაძლოა, მოსედაც მივიჩნიოთ. პაკო შველიძის ორპერიოდიანი შემოქემედების საეტაპო მიჯნა, ავტორისავე თქმით, 2017 წელია.

2000-დან 2017 წლამდე შექმნილი არაიდეოლოგიური, ალუზიური სკულპტურული სახეები უაღრესად ხალასი ექსპერიმენტებით ხასიათდება და ისინი თავიანთი უბრალოებით ხან პირველი ქრისტიენებისა თუ უშუალოდ ქრისტეს უახლოესი გარემოცვისაკენ გვაბრუნებს, ხანაც, გართულებული მხატვრული მეტაფორებით, დედობრივი დანიშნულების სირთულესა და ოჯახის შექმნის ამბივალენტურობაზე მიგვანიშნებს.
პირველი ეტაპის ქმნილებების თემები, შესაძლოა, ლიტერატურული პირველწყაროებიდან, მაგალითად, ბიბლიიდან, მომდინარეობდეს, თუმცა ისინი არც ღიად კრიტიკულ ტექსტებსა და არც კონკრეტულ სიუჟეტს მოიცავს, უფრო სპონტანურად გადაწყვეტილ, ზოგჯერ ცნობიერების ნაკადის მიშვებით შესრულებულ, ამა თუ იმ სახენაცვალი პრობლემის ნაივური ტიპის გამოსახულებებს წარმოადგენს.
ამ პერიოდში მის მხატვრულ სივრცეში, გარდა საკუთრივ თიხისა, აქტიურად შემოდის მრავალგვარი მასალა: მარლა, თაბაშირი, სამშენებლო თუ შესაფუთი - კარკასი/პენოპლასტი... ცხოველური (ნიჟარა), ნაირნაირი მავთული თუ სხვა, რომელთაც სკულპტორი საკუთარი მხატვრული ენისა თუ ძიებების შესაბამისად იყენებს. თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი თემა თუ მოტივი - „მეთევზე“ და თევზაობის თანმხლები „მოლოდინის“ შეგრძნების განზოგადებულ-სიმბოლური სახე, რაც შემდგომი ეტაპის ნამუშევრებში განსაკუთრებით ვითარდება და ღრმავდება.

„მეთევზე“ ერთადერთი ნიმუშია ამ თემაზე დაფუძნებული იდუმალი კონოტაციით, ნახევრად აბსტრაქტული დეტალიზებული კომპოზიციით: მარცხნივ ხნიერი კაცი ჩამომჯდარა და თევზაობს, მარჯვნივ ჩაცუცქულა ჭრელკაბიანა გოგონა მეოცნებე სახით. კაცის ზედატანს, ტორსს, მთლიანად მოიცავს მოჩარჩოებული სურათის მსგავსი დეტალი, რომელზეც წყლის სტიქიის ფერადოვანი მოტივი შეინიშნება.
გამოსახულებებს შორის უთუოდ არსებობს ძლიერი სულიერ-ნათესაობითი კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ მათი მზერით-აქტივობითი თანხვედრა აცდენილია. ამას განაპირობებს მამა-შვილის ერთმანეთისაკენ ოდნავ გადახრილი თავები. ამგვარი იდუმალი სინერგიის ხერხი, ფიგურათშორისი კავშირის შინაგანი ექსპრესიის გასაძლიერებლად, სკულპტორისთვის შემდგომში უმნიშვნელოვანეს ჟესტად იქცევა. აბსტრაქტულ-დეკორატიული სიმბოლოები, მაგალითად ლურჯ-მოოქროსფრო მოტივის განმეორება ქვესადგამზეც, მოგვაგონებს წყლის მზიან ნაპირს, ემოციურად რომ უკავშირდება მშობლიურ სითბოს. გასათვალისწინებელია, რომ პაკო შველიძის ცხოვრება, მისი ბავშვობა და ახალგაზრდობა დიდწილად თეატრალურ ყოფას უკავშირდება: მამამისი, მირიან შველიძე, გამოჩენილი თეატრალური მხატვარია. პაკოს მხატვრულ-გამომსახველობითი ესთეტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განზომილება სწორედ თეატრალურ-სიმბოლური დეკორატიულობის ერთგვარად გადამუშავებული სისტემაა, რამაც ლირიკული თხრობის სენსიტიური ფორმები მიიღო.

საგრძნობია თითოეული ნამუშევრის კამერული თეატრალურობა, რაც ავტორზე თეატრალური ყოფის ძლიერი არაცნობიერი გავლენით უნდა აიხსნას, თუმცა ნამუშევრები, დრამატული ამპლიტუდით, მაინც საერთო პრიზმაში განიხილება, ფართოპლანიან სურათს ქმნის, პერსონალურ ინტიმურობას ინარჩუნებს და მუდამ ერთმანეთისკენ გვაბრუნებს.
თემასა და მასალასთან ექსპრესიული მიდგომით იგი მუდმივად ინარჩუნებს ძლიერ განცდას და ამის მიზეზია, რომ ამ პერიოდის ქმნილებებში ალაგ-ალაგ შეინიშნება დაუმუშავებელი ფორმების ერთგვარი სომატური სიხისტე და ხაოიანი ფაქტურა.
ამრიგად, პაკო შველიძის პერსონაჟებისთვის უმთავრესი მახასიათებელია სიმბოლურობაში მოქცეული ანონიმურობა, რაც კიდევ უფრო ძლიერდება და ღრმავდება მისი შემოქმედების შემდგომი ეტაპის ნამუშევრების მხატვრულ სამყაროში.

ძველსა და ახალ ეტაპებს შორის გარდამავალი საფეხურია მოცულობით მკვეთრად გაზრდილი ნიმუში - „გოგონა იხვით“. საძერწი მასალა ძირითადად თაბაშირია. მასში უკვე ცნაურდება ავტორის მიერ აღებული შემოქმედებითი გეზი - მრგვალი ქანდაკების ინსტალაციური მონუმენტალურობა. ამასთან საგრძნობია მისი მხატვრული სეკულარულობა, ანუ უფრო მეტად პირად, შინაგან გამოცდილებაზე ორიენტირება და „მეტათხრობისაგან (ჟ. ლიოტარი) დისტანცია. 2017 წელსაა შექმნილი „გაფრენა “ - მკერდმოღებული ქალის ერთმეტრიანი მრგვალი სკულპტურა: ხელებგაშლილი მიწიდან ატყორცნას, გაფრენას ლამობს, მხოლოდ სხეულის ფორმებზე ხალვათად აყოლილი გრძელი კაბის ბოლოთიღა ეხება მიწას. ფერადოვნება უკანაა გაადაწეული, აქცენტი მოძრაობისა და სივრცის ურთიერთმიმართებაზე კეთდება. უკვე ავტორს საკუთარ შემოქმედებაში ახალი ანთროპომორფული პლასტიკა შემოაქვს, სპეციფიკურად ადამიანის სხეულით ინტერესდება. შემოქმედებით-სიმბოლურად ეს ემანსიპირებული ქალის მეტაფორაა - საკუთარ ინტუიციას მინდობილს სიმშვიდე და საზრიანობა აღბეჭდვია სახეზე.
2018 წლის ნამუშევრებში პაკო შველიძის შემოქმედებაში ჩნდება ეგზისტენციალური თემების ნაკადი: „სიცოცხლე“, „სიკვდილი“, „ვნება“, „თამაში“. „ჩუმი დიალოგი 1“ და „ჩუმი დიალოგი 2“, ალბათ, ყველაზე სენსიტიური და საკუთარი თავის ძიების ღრმა ფსიქოლოგიური გამოცდილებითაა ნაკარნახები თემები. „ჩუმი დიალოგები“ - ადამიანის ზომის იდენტური ფიგურები გარინდებული სახით ერთმანეთის პირისპირ დგანან და იდუმალი შეხებით მისტიკურ კავშირს ქმნიან. „ჩუმი დიალოგი 2“-ის შემთხვევაში, საჩვენებელი თითების ურთიერთგაწვდენა, ერთგვარი სინქრონული ჟესტი, ძლიერ ექსპრესიულ ველს წარმოშობს. იდუმალი შეხება, 1-ლისგან განსხვავებით, სრული სქესობრივი განზოგადება და აკონკრეტულობაა: ქალური სქესი აღნიშნულია კაბითა და გრძელი ნაწნავით, თუმცა, ეს სულაც არ უსვამს ხაზს ქალურობას და უხეში, მამაკაცური მკლავები, საერთო აღნაგობის ერთგვარი დისპროპორციულობა, უარყოფს ფორმაში გამჟღავნებულ ყოველგვარ ქალურ სექსუალობას და გარკვეულ ანდროგენულობას წარმოშობს, თუმცა მათ სახეზე აღბეჭდილია მიამიტობა და ჰარმონიულობის განცდა.
ჩუმი დიალოგის ნარატივში შეიძლება განვიხილოთ „მოხუცი ჯარისკაცის“ პორტრეტი.

ამავე პერიოდში ვითარდება ზემოთ ხსენებული „თევზაობისა“ თუ „მოლოდინის“ თემა. ამ თემაზე დაფუძნებული მცირე სკულპტურები - მეთევზეთა ჯგუფი - სამომავლოდ, ავტორის თქმით, ინსტალაციურობისათვისაა ჩაფიქრებული და მოზრდილი ქანდაკებების სახით განკუთვნილია გარემოს ასათვისებლად.
თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში, ფიგურის თუ ფიგურათა გარემოში განთავსებისა თუ განფენის ჭრილში, გვერდს ვერ ავუვლით XX- XXI ს-ის დასაწყისის უდიდეს არტისტ სკულპტორ ენტონი გორმლის, რომლის პროექტებს შორის ყველაზე შთამბეჭდავია „სხვა ადგილი“- ადამიანთა მრავალრიცხოვანი ფიგურები ზღვაში და სანაპიროზე უსასრულო მოლოდინით.

პაკო შველიძის ბოლო პერიოდის ნამუშევრებიდან ყველაზე მონუმენტურია
თევზაობისა თუ მოლოდინის თემა - ხანძლივი ტრადიციითა და განვითარების ფაზებით. არტისტი, შემოქმედის ალღოთი, გარკველი თემატურ აპოთეოზს მიელტვის და თან გორმლის ეპოქალურ პროექტსაც ეხმიანება.
მისტიკურად გარინდებული მეთევზის ორმეტრიანი ფიგურა „მოლოდინი“ ყველაზე მოცულობითია და განკუთვნილია ლანდშაპტში ინსტალაციისთვის, რაც ავტორს, სხვა ნიმუშებთან ერთად, მრავალგზის წარმატებულად მოუსინჯავს.

სანდრო მირცხულავა - ხელოვნების თეორეტიკოსი
Pako Shvelidze