5 ივნისს „თიბისი გალერეაში“ გაიმართა მოხეური ხალხური სიტყვიერების კრებულის - „პირმა დაგლოცასთ ღვთისამა“ - წარდგინება (შემდგენელ-რედაქტორები: ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე).
„თიბისი გალერეაში“ გამოფენილი იყო მოხეური ეთნოტიპაჟისა და ყოფითი თავისებურებების ამსახველი ასამდე შავ-თეთრი ფოტოსურათი.
პროექტის განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით (კრებულის გამოცემა, ფოტო-სურათების გამოფენა).
