
მოსმენა-კონცერტი ოზურგეთში
21 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობაში გაიმართა ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მოსმენა-კონცერტი, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და ანსამბლ ,,რუსთავის" ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი. მოსმენა-კონცერტის შემდეგ გურული სიმღერის პატრიარქმა ანზორ ერქომაიშვილმა ახალბედა მომღერლებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.