18953130_1925028891046190_4936501889650272692_o

მიშა მცურავიშვილის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი აუდიო ალბომი

აუდიოალბომი ეძღვნება მიხეილ მცურავიშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს. ალბომში შესულია ოცდახუთი ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერა, თან ერთვის მომღერლის შემოქმედებითი ავტობიოგრაფია - ,,ჩემი სიმღერა", წინასიტყვაობისა და სიმღერების ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მიხეილ მცურავიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტია ემსახურება ქართულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას და, ამდენად, განუზომელია მისი დამსახურება ქართული ფოლკლორის წინაშე: ქართლ-კახური და ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი; ლეგენდარული ანსამბლების - ,,ფიროსმანის" და ,,გორდელას" წევრი; გორის ვაჟთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; ქართულ ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორი და სოლისტი; თბილისური დუდუკის მოტრფიალე - ქსოვრელების მედუდუკეთა დასტის სოლისტი და საუკეთესო შემსრულებელი