91212408_2891629854284687_9119558438177734656_n

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სალოტბარო სკოლებში, სადაც უფასოდ შეისწავლება ქართული ტრადიციული გალობა და ხალხური სიმღერა.
სალოტბარო სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია წარმოებს მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
სალოტბარო სკოლაში მიღების მინიმალური ასაკია 6 წელი. ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია.
სალოტბარო სკოლაში რეგისტრაციისთვის მოსწავლემ (მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა შეავსოს ცენტრის მოსწავლის სარეგისტრაციო ბარათი (ანკეტა), ასევე ფოტო ¾ -ზე. სალოტბარო სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.

იხილეთ სარეგისტრაციო ლინკი:
https://forms.gle/G4ZyQxQuCzs1UZ5f7