_DSC6132

,,მთიანი აჭარის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მემკვიდრეობა"

7 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სცენტრისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით, ეგიდით - ,,აჭარის ტრადიციული კულტურის დღე" - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი: ,,მთიანი აჭარის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მემკვიდრეობა".
აჭარა, საბედნიეროდ, საქართველოს ერთ-ერთი იმ კუთხეთაგანია, სადაც ყოფაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ცოცხალი ფოლკლორი და ეთნოგრაფია. ამდენად, აჭარა, განსაკუთრებით, მისი მთიანეთი, ამ მხრივაც საინტერესო და გამორჩეულია. შესაბამისად, მომხსენებელთა თემებიც აჭარის ფოლკლორს (სამუსიკო ფოლკლორი, ზეპირსიტყვიერება და გამოყენებითი ხელოვნება), ეთნოგრაფიას, დიალექტოლოგიას, სახალხო დღესასწაულებს, ემიგრანტი და მუჰაჯირი ქართველების (აჭარლების) მემკვიდრეობას ეხება.
მონაწილეობდნენ: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე მეცნიერები, ეთნომუსიკოლოგები - თბილისიდან.
მოეწყო გივი ნახუცრიშვილის ფოტოგამოფენა ,,მთიანი აჭარის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა თანამედროვეობაში". ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი - ,,ხიხაძირის ქვაბული". შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი ,,შუახევი" (ხელმძღვანელი ლოლიტა სურმანიძე) შეასრულებს აჭარულ ხალხურ სიმღერებს.