7

მზია ნახუცრიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

24 ოქტომბერს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის მზია ნახუცრიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

გამოიფინა ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული 100-მდე ნამუშევარი - ნატურმორტი, კომპოზიცია, პორტრეტი.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ბავშვთა აღზრდის სახლში.
გამოფენა გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე