afisha 2

მერაბ ჯოხაძის - პერსონალური გამოფენა

2018 წლის 4 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება პროფესიონალი მხატვრის - მერაბ ჯოხაძის - პერსონალური გამოფენა.

მერაბ ჯოხაძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ამავე წლიდან თავისი შემოქმედება დაუკავშირა კინემატოგრაფიას დამდგმელი მხატვრის სპეციალობით. გაფორმებული აქვს 11-მდე მხატვრული ფილმი, მათ შორის: ფერმა მთაში; იმედის მწვანე კუნძული; ლომა; ლომა - დავიწყებული მეგობარი; გაღმა ნაპირი, ასევე მრავალი სასწავლო სახელმძღვანელო და მხატვრული ლიტერატურა.

მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი, მხატვართა კავშირის წევრი.

მერაბ ჯოხაძის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.

გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 10 აპრილს