4 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პროფესიონალი მხატვრის - მერაბ ჯოხაძის - პერსონალური გამოფენა.
მერაბ ჯოხაძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ამავე წლიდან თავისი შემოქმედება დაუკავშირა კინემატოგრაფიას დამდგმელი მხატვრის სპეციალობით. გაფორმებული აქვს 11-მდე მხატვრული ფილმი, მათ შორის: ფერმა მთაში; იმედის მწვანე კუნძული; ლომა; ლომა - დავიწყებული მეგობარი; გაღმა ნაპირი, ასევე მრავალი სასწავლო სახელმძღვანელო და მხატვრული ლიტერატურა.
მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი, მხატვართა კავშირის წევრი.
მერაბ ჯოხაძის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.
გამოფენა დაიხურება 10 აპრილს
