10153904_1540990999449983_4642114412221395326_n

მემორანდუმის გაფორმება

13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითიც საფუძველი ჩაეყარა პარტნიორობის საინტერესო და სასარგებლო ფორმას, კერძოდ, ლიტერატურის გაცვლას, ბიბლიოთეკათშორის მომსახურებასა და თანამშრომლების გატრეინინგებას ამ მიმართულებით. მემეორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა გიორგი კეკელიძემ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა გიორგი დონაძემ. მემორანდუმი მოქმედებს უვადოდ და ითვალისწინებს ურთიერთობის შემდგომშიც გამრავალფეროვნებას.