1621819_609359539118771_714448055_n

მემორანდუმის გაფორმება

23 იანვარს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ფონდ „ქართულ გალობა“-ს შორის.
მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოვლენა: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი დონაძის ინიციატივით, მეუფე იაკობმა სხვა საღმვდელო პირებთან ერთად აკურთხა ფოლკლორის ცენტრის შენობა.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და ცენტრის თანამშრომლებს შორის. შეხვედრა გახსნა დირექტორმა გიორგი დონაძემ. ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა ფონდ „ქართულ გალობა“-სთან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ, სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორი ნანა გოთუა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.