DSC01997

მემორანდუმის გაფორმება

13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს   ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითიც საფუძველი ჩაეყარა პარტნიორობის საინტერესო და სასარგებლო ფორმას, კერძოდ, ლიტერატურის გაცვლას, ბიბლიოთეკათშორის მომსახურებასა  და თანამშრომლების  გატრეინინგებას ამ მიმართულებით.  მემეორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა გიორგი კეკელიძემ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა გიორგი დონაძემ. მემორანდუმი მოქმედებს უვადოდ და ითვალისწინებს ურთიერთობის შემდგომშიც გამრავალფეროვნებას.