_DSC4200

მეიარაღე ზაზა ალადაშვილის გამოფენა ფოლკლორის ცენტრის ეზოში

 

ოსტატ ზაზა ალადაშვილის ოჯახის დასახმარებლად ფოლკლორის ცენტრის ეზოში გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ალადაშვილები 28 წელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში ტრადიციულ იარაღს ამზადებენ. 2019 წელს მეიარაღემ სესხით ვიზიტორებისათვის სამჭედლო მოაწყო, თუმცა COVID-19 პანდემიით ჩაშლილი ტურისტული სეზონის გამო, ოჯახი ვერ ახერხებს სესხის დაფარვას. ფოლკლორის ცენტრის ეზოში ალადაშვილების მიერ შექმნილი ხმლები და ხანჯლები იყო წარმოდგენილი.


 



გამოფენა ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ნამუშევრების შეძენა, ოსტატის დახმარება ამ გამოფენით არ დასრულებულა. ქართული ტრადიციული ცივი იარაღით დაინტერესებულებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტრადიციული რეწვის ასოციაციის, ხოლო დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:


GE71BG0000000898479201
მიმღები: ზაზა ალადაშვილი


იხილეთ ოსტატის ნამუშევრების კატალოგი: https://rb.gy/rjpzgy