12 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება პროფესიონალი მხატვრის მალხაზ სულაბერიძის პერსონალური გამოფენა. გამოფინება 70-მდე ფერწერული ტილო.
მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 24-ე საშუალო სკოლაში, სტუდენტობის წლებში, იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში სწავლისას მოეწყო.
დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში მასობრივ-სანახაობათა მხატვრული გაფორმების ფაკულტეტი და მიენიჭა მხატვრის, მოდელიორ-დეკორატორის კვალიფიკაცია.
ინსტიტუტში აქტიურად ეწეოდა შემოქმედებით საქმინობას: მხატვრულად აფორმებდა სპექტაკლებსა და კონცერტებს, მონაწილეობდა სტუდენტურ გამოფენებში. მომდევნო პერსონალური გამოფენები გაიმართა: კლუბ ,,ათინათში", ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმსა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის საგამოფენო დარბაზში (2007 წელს).
დაასურათხატა წიგნები ,,დიდი ქართველი მეფეები" და მირიან ხუციშვილის ლექსების კრებული.
გამოფენა გაიხსნება 16:00 საათზე
დაიხურება 16 ნოემბერს
