
ახალი ნამუშევრები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა, კერძოდ, კი ipad-ზე. გარემოზე დაკვირვება, ყოფით ნივთებში სილამაზის დანახვა, საკუთარ შემოქმედებით ფილტრში გატარება და ორ განზომილებაში გადმოტანა - ეს არის პროცესი, რომლის შედეგადაც მაკა შექმნილ გარემოს ასურათხატებს და თავისი სამყაროს გამოხატულებად აქცევს.

გამოფენა, რომლითაც მაკა საზოგადოების წინაშე წარსდგება, სერიას წარმოადგენს. ყველა ნამუშევარი ipad-ზეა შექმნილი, ამობეჭდილია ტილოზე, ლიმიტირებულად. თვითოეულს აქვს თავისი ნომერი და ავტორის ხელმოწერა, რაც ნამუშევარს ორიგინალად აქცევს.
გამოფენა 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.