19 დეკემბერს  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ლია სიხარულიძის ნამუშევართა  პერსონალური  საშობაო გამოფენა. 
ლია სიხარულიძე, თვითნასწავლი მხატვრი, წლების განმავლობაში მოღვაწეობს ხელნაწერთა ინსტიტუტში. მის მრავალმხრივ საქმიანობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელნაწერთა რესტავრაცია: დაშლილი და დაზიანებული მინიატურების გამაგრება, ფურცლების აღდგენა-რესტავრაცია. ყდისა და ტვიფრული ტყავის განახლება, აკინძვა და სხვ. 
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ექსპონატი: ისტორიული დოკუმენტების მულაჟები და მინიატურები; თამარ მეფისა და ერეკლე II-ის სიგელები და ხელრთვები; პეტრე ბაგრატიონის ავტოგრაფი; გიორგი II-ის 1072 წლის შეწირულობათა განახლების წიგნის შიო მღვიმის მონასტრისადმი (ეტრატი); 1123-1124 წლების დავით აღმაშენებლის ანდერძი შიო მღვიმისადმი (ეტრატი); სხვადასხვა სახარება; 
ასევე გამოიფინება ლია სიხარულიძის ნაივური ფერწერული ტილოები.
გამოფენა გაიხსნება 18.00 საათზე.
გამოფენა გაგრძელდება 27 დეკემბრამდე
            
 
 
        
        