IMG_8190

ლია სიხარულიძის ნამუშევართა პერსონალური საშობაო გამოფენა

19 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის ლია სიხარულიძის ნამუშევართა პერსონალური საშობაო გამოფენა.
გამოფენა გახსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ. მან ისაუბრა მსგავსი გამოფენების მნიშვნელობაზე და დიდი შეფასება მისცა მხატვრის შემოქმედებას.
გამომსვლელებმა: ნინო ხოფერია, როზეტა შენგელიამ, ელენე კავლელაშვილმა, ცისანა მარინდაშვილმა, ვრცლად ისაუბრეს მხატვრის შემოქმედებაზე, იმ ურთულეს და უფაქიზეს საქმიანობაზე, რაც დაკავშირებულია ხელნაწერებთა აღდგენა-გადარჩენასთან.
დასასრულ, ლია სიხარულიძემ ისაუბრა თავისი შემოქმედების სტილზე, ორიგინალურ ნამუშევრებსა და სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატების მიხედვით გადაღებულ ასლებსა თუ დეტალებზე. მხატვარმა დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს.

გამოფენა დაიხურება 27 დეკემბერს