36

ლექსო არ დაიკარგები • ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო

15 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო ,,ლექსო, არ დაიკარგები". დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეები (ავტორმთქმელები), ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. 1979 წლის 14 აპრილს გაიმართა ხალხური პოეზიის პირველი საღამო ,,ლექსო, ნუ დაიკარგები", რომელსაც უძღვებოდნენ ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული, ხოლო საღამოს ჩატარების მთავარი ინიციატორი, ინსპირატორი და სულის ჩამდგმელი გახლდათ ცნობილი ქართველი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ათწლეულების შემდეგ, დიდი ძალისხმევით, აღადგინა ეს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია და ხალხური ზეპირსიტყვიერების საღამოები 2008 წლიდან ყოველწლიურად იმართება. 2018 წელი საიუბილეოა - საღამოს განახლებიდან 10 წლისთავი. ხალხური ზეპირსიტყვიერების საღამოების მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება. ღონისძიება ჩატარდა თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა ფინანსური მხარდაჭერით.