436096670_442111991511706_3478969083748969260_n

,,ლექსის თქმა მწადის ერთისა'' - ამ სახელწოდებით გამოიცა ხალხური პოეზიის ისტორიული საღამოების მონაწილეთა კრებული.


,,ლექსის თქმა მწადის ერთისა'' - ამ სახელწოდებით გამოიცა ხალხური პოეზიის ისტორიული საღამოების მონაწილეთა კრებული.



წიგნის პრეზენტაცია სიმბოლურად 14 აპრილს - ქართული ენის დღეს გაიმართა, რადგან ზუსტად 45 წლის წინ, 1979 წლის 14 აპრილს, ვახუშტი კოტეტიშვილის ინიციატივით, შედგა ხალხური პოეზიის პირველი საღამო.



ახალი გამოცემის პრეზენტაცია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართა. მასში ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შემკრებნი, ავტორ მთქმელები, ასევე ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის (2021-2022) ფინალისტები მონაწილეობდნენ, რომელთა შემოქმედებას ასევე აერთიანებს ახალი გამოცემა.



წიგნის შემდგენელ-რედაქტორები ფოლკლორის ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე და ფოლკორისტი, პროფესორი ამირან არაბული არიან.