13 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა სვანი მხატვრის ლეო ხოჯელანის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენა.
გამოიფინა ლეო ხოჯელანის 40-მდე ფერწერული ტილო. ასევე სვანი მხატვრების - შავლვა გულედანის, თამარ უდესიანისა და არჩილ გვარლიანის ფერწერა და ხის მხატვრული დამუშავების ნიმუშები.
გამოფენა გაგრძელდება 19 მაისამდე
