13 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება სვანი მხატვრის ლეო ხოჯელანის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენა.
გამოიფინება ლეო ხოჯელანის 40-მდე ფერწერული ტილო. ასევე სვანი მხატვრების - შავლვა გულედანის, თამარ უდესიანისა და არჩილ გვარლიანის ფერწერა და ხის მხატვრული დამუშავების ნიმუშები.
ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობითა და მრავალფეროვნებით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით. მათში იგრძნობა მშობლიური კუთხის სიყვარული და ერთგულება, გაჯერებულია ზომიერი, მსუყე და კოლორიტული ფერებით.
გამოფენას მუსიკალურად გააფორმებს ანსამბლი ,,კვირია"
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 19 მაისს