ლენტეხის სალოტბარო სკოლის საანგარიშო მოსმენა-კონცერტი
17 ნოემბერს ლენტეხში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ლენტეხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა საანგარიშო მოსმენა-კონცერტი გაიმართა. კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, დირექტორის მრჩეველი გიორგი გაბუნია, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი ანსამბლების ლოტბარები და სპეციალისტები. მოსმენა-კონცერტმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს რთული ქართული ხალხური (სვანური) სიმღერები და ტრადიციული საგალობლები. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ლენტეხის სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს კახა გაზდელიანს სერთიფიკატი გადასცა.