Folk_Poster_06_2018

ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

18 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
გამოიფინება მხატვრის 50 ფერწერული ტილო.
ლევან გრძელიძე - პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია-ხატვის ხელოვნებას 80-იანი წლებიდან ეზიარა.
ხატავს საკუთარი მანერითა და სტილით. მისი ფერთა გამა გამორჩეული და განსხვავებულია-მის ნახატებში ქართული ფერია დაცული.
ლევან გრძელიძე მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის ავტორი და მონაწილეა.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 22 ივნისს