საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების კოორდინატორმა, ლევან ვეშაპიძემ შექმნა ცნობილი გურული მომღერლისა და მგალობლის, ტრადიციული საეკლესიო გალობის უამრავი ნიმუშის გადამრჩენისა და შემსრულებლის, ერქომაიშვილთა მომღერალთა გვარის ღირსეული წარმომადგენლის, არტემ ერქომაიშვილის სახელობის კომპიუტერული შრიფტი (ფონტი) – "არტემ ერქომაიშვილი". შრიფტის შესაქმნელად მან გამოიყენა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული არტემ ერქომაიშვილის ავტობიოგრაფიათა და წერილთა ხელნაწერი. მასალები ლევან ვეშაპიძეს გადასცა არქივის მთავარმა კოორდინატორმა ნანა კალანდაძემ. შრიფტი "არტემ ერქომაიშვილი" ავტორმა საჩუქრად მიუძღვნა ქართველ მგალობლებს.
წარმოგიდგენთ ახალი შრიფტის - "არტემ არქომაიშვილის" - ნიმუშს
შრიფტის გადმოსაწერად მიყევით ბმულს