შუახევი თავისი ფოლკლორული ტრადიციებით სპეციფიურია _ განსაკუთრებით გამორჩეული სხვა კუთხის მუსიკალური და ზეპირსიტყვიერი მასალით. აასევე, აღსანიშნავია, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლები იმ იშვიათობას წარმოადგენს, სადაც ჯერ კიდევ იმ უნიკალური ფოლკლორული მასალის მოძიება-შეგროვებაა შესაძლებელი, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ აუდიო-ვიდეო-ფოტო დაფიქსირებას.
ექსპედიცია განხორციელდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით
