ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში კოლხური ტრადიციული რეწვის თვრამეტი ზუგდიდელი ოსტატის გამოფენა გაიხსნა. გამოფენილია საეკლესიო ღვთისმსახურებისა და იკონოგრაფიის ნიმუშები, მათ შორის - ჯვარცმა, ხატები; ხესა და ქვაზე კვეთილობა, ტექსტილი, ქარგულობა, ქვილთი, თექა, მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკა, ხალხური საკრავები - ჩონგური, ფანდური, დოლი და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ზუგდიდის ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია", რომელმაც მეგრული ტრადიციული სიმღერები შეასრულა.
საგამოფენო სივრცეში ნამუშევრები 22 მარტამდე იქნება განთავსებული.
