Folk_Poster_04_2018_PRINT

კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის მოწაფეთა გამოფენა

4 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის მოწაფეთა ნამუშევრების გამოფენა - ფერწერა, ხატწერა, ტიხრული მინანქარი, ტანსაცმლის მოდელირება, ხის მხატვრული დამუშავება.
სკოლა-პანსიონში სწავლობს 500-მდე მოსწავლე, თბილისიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სკოლა-პანსიონი ერთადერთია საქართველოში, რომელშიც სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებული მუსულმანი და ქრისტიანი ქართველები ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ, ეუფლებიან მუსიკასა და ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას, აგრძელებენ მამა-პაპათა ტრადიციებს.
სკოლა-პანსიონი დაფუძნდა 2009 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და ხელისუფლების მხარდაჭერით.



გამოფენა გაიხსნება 18 საათზე
დაიხურება 11 ივნისს