Folk_Poster_050515_001

კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის გამოფენა

8 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის (დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე) მოწაფეთა ნამუშევრების გამოფენა: ფერწერა,ხატწერა,ტიხრული მინანქარი,ტანსაცმლის მოდელირება,ხის მხატვრული დამუშავება.
სკოლა-პანსიონი დაფუძნდა 2009 წელს-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და ხელისუფლების მხარდაჭერით.
დღეისათვის სკოლა-პანსიონში სწავლობს 500-მდე მოსწავლე და სტუდენტი, თბილისიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სკოლა-პანსიონი ერთადერთია საქართველოში, რომელშიც, სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებული მუსულმანი და ქრისტიანი ქართველები ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ, ეუფლებიან მუსიკასა და ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას.
მუსიკალური, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეეები და სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ მამა-პაპათა ტრადიციებს, მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ეგიდით მოწყობილ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში, ხვდებიან გამოჩენილ ადამიანებს, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეებს, მღვდელმთავრებსა და სასულიერო პირებს.
გამოფენას მუსიკალურად გააფორმებენ სკოლა-პანსიონის მუსიკალური მიმართულების ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლები და ხალხურ საკრავთა ორკესტრი.
დასაწყისი 19:00 საათზე.
გამოფენა დაიხურება 22 მაისს