2016 წლის 24 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის ირმა დეკანოზიშვილის პერსონალური გამოფენა. გამოიფინება მხატვრის 20-მდე ნამუშევარი: გრაფიკა, ფერწერა.
ირმა დეკანოზიშვილი პროფესიით ინჟინერია. ხატვა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. იგი გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით.
მისი შემოქმედება მრავალფეროვანია - პეიზაჟი, ნატურმორტი, კომპოზიცია. მის ტილოებში იგრძნობა მშობლიური კუთხის დიდი სიყვარული და ერთგულება. მისი ნამუშევრები გაჯერებულია ზომიერად შეზავებული მსუყე და კოლორიტული ფერებით.
გამოფენა გაგრძელდება 30 ნოემბრამდე
