გამოიფინება ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი). საქართველო წარმოადგენს ოცი საუკეთესო ხელოვანის ნამუშევარს.
საავტორო თოჯინა მსოფლიოში ძალიან პოპულარული ხელოვნებაა. მისი ნიმუშები დაცულია მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებსა და მუზეუმებში, გამოფენილია ცნობილ საგამოფენო დარბაზებში.
დღესდღეობით თოჯინების ხელოვნება და მისი სხვადასხვა სახეობა ინტენსიურად ვითარდება და იხვეწება: ინტერიერული თოჯინა, თოჯინა არტ-ობიექტი, რეპლიკანტი, რებორნი, კონცეპტუალური თოჯინა და ა.შ.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანება „ჯეოდოლი“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ თბილისის მერია; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საერთაშორისო ფესტივალი და გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება 2 ნოემბერს, 19:00 საათზე - ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი №27)
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამოფენა გაიხსნება 13:00 საათზე
დაიხურება 4 ნოემბერს