9 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თინათინ ბახტაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
თინათინ ბახტაძე დაიბადა თბილისში. 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სასწავლებელი. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, ტანსაცმლის მხატვარ-მოდელიერის კვალიფიკაციით.
2013 წლიდან არის საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი კავშირის წევრი. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ გამოფენაში.
გამოფენა გაიხსნება 19: 00 საათზე
გამოფენა გაგრძელდება 17 მარტამდე