29872728_2133074303374958_1855495413919298236_o

თბილისური ანსამბლების კონცერტი რეგიონებში



“Check in Georgia”-ს ფარგლებში, 15 აპრილიდან სექტებრის ბოლომდე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ხორციელდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა".

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ექვსი თბილისური ანსამბლი ჩაატარებს კონცერტებს.

მონაწილეობენ ანსამბლები: ადილეი, ანჩისხატი, დიდგორი, იალონი, ნანინა, შავნაბადა

კონცერტები გაიმართბა მუნიციპალიტეტებში: ზესტაფონი, კასპი, ყვარელი, ბორჯომი, მცხეთა, ბოლნისი, საჩხერე, დუშეთი, ფოთი, წალენჯიხა, მესტია, სამტრედია, ქუთაისი, ბაღდათი, ცაგერი, ლენტეხი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ახალქალაქი, ონი, ამბროლაური, ჩოხატაური, ოზურგეთი, დედოფლისწყარო, ქედა, ბათუმი, გორი, თელავი, ხულო, შუახევი.