Folk_Poster_11_09_2015 (1)_002

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის " თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენა

16 სექტემბერს  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის " თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება .

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული, „კომპანიის" სხვადასხვა რგოლებში მომუშავე, სხვადასხვა განათლებისა და პროფილის მქონე პერსონების 100-მდე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

ცნობილია, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" (ყოფილი შპს "თბილისის მეტრო"), ოპერირებს 1966 წლიდან, მომდევნო წლებში კომპანიის საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მის საქმიანობის სფეროს დაემატა მუნიციპალური ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა.

კომპანიაში მუშაობს უამრავი ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა,  თანამშრომელთა რაოდენობა 5600-მდეა.

ამ გამოფენის მიზანი არის, რომ ფართო საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს კომპანიის თანამშრომელთა შემოქმედებითი შესაძლებლობები, შეაფასოს მათი მხატვრული დონე, რაც წამახალისებელი ძალა იქნება თვითოეულის შემოქმედებითი კუთხით განვითარებისათვის,  ეს კი კომპანიაში მეტი შემართებისა და შემოქმედებითი ძალის განვითარების საწინდარი იქნება.

გამოფენა 19 საათზე გაიხსნება