456329820_517980313924873_6125095873366243322_n

თამარ მამალაძის პროექტის ფარგლებში დასრულდა ექსპედიცია ქვემო სვანეთში


თამარ მამალაძის პროექტის ფარგლებში დასრულდა ექსპედიცია ქვემო სვანეთში.არქივის მიმართულების ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე 13-18 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც პირველმა ქართველმა ქალმა ეთნომუსიკოლოგმა თამარ მამალაძემ გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩაწერა ქართული მრავალხმიანობის ნიმუშები. თამარ მამალაძის პროექტის ფარგლებში საექსპედიციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მომავალ წელს თამარ მამალაძის მოღვაწეობის შესახებ ვრცელ გამოცემას გეგმავს.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.