Folk_Poster_05_10_2018

თამარ ლეჟავას პერსონალური გამოფენა

10 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თამარ ლეჟავას პერსონალური გამოფენა. გამოიფინება ბოლო ორი წლის საუკეთესო ნამუშევრები - ხელნაკეთი სამკაულები.

პროფესიით ფიზიკოსი ადრიდანვე დაინტერესდა სამკაულების დიზაინით, კერძოდ, ბისერის ტექნიკით. თამარ ლეჟავას სამი პერსონალური გამოფენა მოეწყო გალერეა ,,ბაიაში" (2007, 2009, 2010). 2011 წელს თანამშრომლობდა ბრენდთან - ANOUKI BICHOLLA - და კიევის ჩვენებისთვს გააფორმა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. 2011-2012 წლებში მონაწილეობდა თბილისისა და ტალინის მოდის კვირეულებში.


დიზაინერის ოთხი სამკაული შევიდა მსოფილო კატალოგში (Showcase 500 Beaded Jewelry, გამომცემლობა Larcbook, USA) და ავტორი დასახელდა ბისერის განხრით მსოფილოს 25 საუკეთესო დიზაინერს შორის.

2013-2015-2017 წლებში მისმა სამკაულებმა სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე. (ყელსაბამები ,,Diamonds Are a Girl's Best Friend" და ,,ჰადესის ბაღი", სამკაული ,,Summertime'').

გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე
დაიხურება 16 ოქტომბერს
დასწრება თავისუფალია