24879900_2010760539139691_2566734851209486801_o

ზურაბ ბერსენაძის პერსონალური გამოფენა

8 დეკემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულება - ტიხრული და ვიტრაჟული მინანქარი, ჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა.

ზურაბ ბერსენაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი.
მუშაობდა ქ. თბილისის სამხატვრო კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად.
მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრიბ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში-ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიაში.



გამოფენა გაგრძელდება 15 დეკემბრამდე