24296582_2008629649352780_1621434645313174369_n

ზურაბ ბერსენაძის პერსონალური გამოფენა

2017 წლის 8 დეკემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა.

გამოფენაზე  წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულება - ტიხრული და ვიტრაჟული მინანქარი, ჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა.

ზურაბ ბერსენაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი.
მუშაობდა ქ. თბილისის სამხატვრო კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად.
მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრიბ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში-ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიაში.
გამოფენა საინტერესოა მხატვრის ინდივიდუალური ხედვის თავისებურებით, ტექნიკური ოსტატობით და მაღალმხატვრული კომპოზიციებით.

გამოფენა გაიხსება 19 საათზე
გამოფენა გაგრძელდება 15 დეკემბრამდე