6 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალი გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების შემკრებები. საღამოზე ასევე მონაწილეობდნენ ლაურეატი ანსამბლები. ფინალურ კონცერტს წარუძღვნენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
