10 დეკემბერს 19 საათზე რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო. მონაწილეობენ: საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები, ინდივიდუალური და ჯგუფური შემსრულებლები: მელექსეები, მომღერლები, მოცეკვავეები, იუმორის ოსტატები.
საღამო ეძღვნება ხალხური სიტყვიერების სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებების (ალექსი ჭინჭარაული - 90; ვახუშტი კოტეტიშვილი - 80; იურა (გიორგი) ჯაფარიძე -75) ხსოვნას. საღამოს წამყვანები: ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
