ა

ზემო სვანეთში ფოლკლორული ექსპედიცია მოეწყობა (ფოტო)

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები ზემო სვანეთში - მესტია, ეცერი, ლახუშდი, უშგული - ფოლკლორული ექსპედიციის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის იმყოფებოდნენ.
შეხვედრები გაიმართა ეცერის თემში, ადგილობრივ ანსამბლ ,,ქალთიდთან“, ლატალის თემის სოფელ ლახუშდის ეთნოფორებთან, მესტიის სალოტბარო სკოლის ბავშვებთან, ანსამბლ ,,რიჰოსთან“, უშგულის თემში მცხოვრებ ლოლა ნიჟარაძესთან.
ექსპედიცია ზემო სვანეთში მუსიკისა და ქორეოგრაფიის მიმართულებით განხორციელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორის ცენტრის შესაბამისი დარგების სპეციალისტები. საექსპედიციო მუშაობის მიზანია ზემო სვანეთის სოფლებში შემორჩენილი ტრადიციული რეპერტუარის დაფიქსირება.