12771659_1710697432479338_2515482325439747350_o

ვენდო წურწუმიას და ომარ ხუბულურის ნამუშევრების გამოფენა

23 თებერვალს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენი დარბაზში გაიხსნა ვენდო წურწუმიას და ომარ ხუბულურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
გამოიფინა: ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრები, ლურჯი სუფრის ორნამენტებითა და ნახატებით შემკული კერამიკული ნაწარმი და ტიხრული მინანქარის ნიმუშები.
ლურჯი სუფრის ნახატისა და ტექნიკის შესწავლა-აღდგენაზე ვენდო წურწუმია წლების განმავლობაში მუშაობდა.
ლურჯი სუფრის მასალად, ძირითადად, სელისა და ბამბის ქსოვილს იყენებდნენ. ფონი ბაციდან მუქ ლურჯამდე აღმოსავლეთიდან შემოტანილი ინდიგოთი იღებებოდა.
სუფრის ძირითადი დეკორაციული მოტივებია: მანები,ჯვრები,ირმები,ლომები,თევზები,ჩიტები,ქართულკაბიანი და ჩოხაახალუხიანი ქალ-ვაჟნი.
ლურჯი სუფრა ქართულ ადათ-წესებსა და ტრადიციებს ინახავს. მისი იშვიათი ნიმუშები მუზეუმებშია შემორჩენილი. საბედნიეროდ, დღეს ლურჯი სუფრის ტრადიცია თანდათან ცოცხლდება და ისევ ვხვდებით ქართულ ოჯახებში.
გამოფენა გაგრძელდება 4 მარტამდე